საზოგადოება

კობა ნაყოფიას პირველი კომენტარი რუსთავი 2-თან დაკავშირებით

პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ნაყოფიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, მასთან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს.
”ეს არის სისულელე – საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის”, – განაცხადა ნაყოფიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის შემცვლელად სწორედ ნაყოფია სახელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close