საზოგადოება

,,30 მლნ დოლარიანი ქველმოქმედებიდან, ხალხთან არცერთი თეთრი არ მივა _ ისტორია ბიძინა ივანიშვილსაც წაიღებს”

,,ივანიშვილის 30 მლნ – იანი ქველმოქმედება მისი შემოქმედების მეორე აფიორაა, უფასო ფულთან ერთად. თუ ასე არ არის, დაურიგონ ყოველ ოჯახს ათას – ათასი ლარი” _ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი:

_ გუშინ, ზარ-ზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მლნ დოლარიანი ქველმოქმედება მისი შემოქმედების მეორე აფიორაა, უფასო ფულთან ერთად. დამერწმუნეთ, არცერთი თეთრი ხალხთან არ მივა. ეს არის იმ 20 მილიარდიდან პატარა მოციცქნილი თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ასე არ არის, დაურიგონ ყოველ ოჯახს ათას – ათასი ლარი, როგორც მიღებულია ანტიეპიდემიური მსოფლიო პრაქტიკით, ყველა ქვეყანაში და ნუ გვეწუწავებიან ამ მძიმე დროს მაინც, როცა ადამიანების სიცოცხლე და ჯანრთელობა სასწორზეა დადებული. სამწუხაროა, რომ მილიარდერებსა და ოლიგარქებშიც ბედი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას.

გადახედეთ ივანიშვილის კოლეგებს მსოფლიოში. ბილ გეიტს 36 მილიარდი აქვს ქველმოქმედებაში გაშვებული, სოროსს _ 26. ,,ფორბსის” სიიდან 106 – მა მილიარდერმა, სადაც ეს ბატონიცაა, ვალდებულება აიღეს, რომ ქონების ნახევარს ქველმოქმედებაზე დახარჯავენ. ეს ერთადერთია, ვინც ეს არ გააკეთა. იქაც ძუნწ და არაქველმოქმედს განასახიერებს. ცნობილი ,,ჰილტონის” სასტუმროთა ქსელის მფლობელმა შვილებიც კი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და 3 მილიარდი აფრიკაში, შიმშილის დაძლევის ფონდს ჩაურიცხა. ივანიშვილმა რა ქნა? შექმნა თანაინვესტირების ფონდი, რომლითაც უნდა ავეყვავებინეთ, 7 მილიარდის აკუმულირება მოახდინა და 1 თეთრი არ გაუმეტებია ადამიანებისთვის. შექმნა 2 მილიარდიანი საპარტნიორო ფონდი, დანიშნა 30 ათას ლარიანი ხელფასით თავმჯდონარედ საგანელიძე და ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია. ახლაც, კორონათი ისარგებლა. მსოფლიოში საწვავი იაფდება, ამან გაძვირება დაიწყო. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც საკვები ძვირდება. 20 მილიარდი გაქვს ქვეყნიდან, ხალხისგან წაღებული _ რკინიგზიდან, პორტებიდან, სატრანზიტო გადაზიდვებიდან ჰიდროელექტროსადგურებიდან, საყდრისიდან და 30 მლნ დოლარს იმეტებ?! იმ დროს ევროკავშირი 200 მლნ – ს გვჩუქნის. სადაა თვითონ დაკარგული?! რომელ ჟირაფს და პინგვინს დასდევს?! არ უნდა გამოსულიყო და ერთი თბილი სიტყვა ეთქვა, თქვენთან ვარო?! თუმცა ეს შეიძლება მოსაწონიცაა. აღარ მოგვატყუა. ის არ ყოფილა ჩვენს გვერდით, არაა და არც იქნება! ის არის და იქნება თავის ქონებასთან, ოქრო – ვერცხლთან, რომელიც სისხლით, ხალხის ძარცვით და ქართული სახელმწიფოს დაქცევით დააგროვა და ეს დაქცევა უნდა გავაჩეროთ! კორონასთან ერთად ისტორია ბიძინა ივანიშვილსაც წაიღებს!

Related Articles

Back to top button
Close