რედაქტორის გვერდისაზოგადოება

კლინიკა ,,ლანცეტს” ლიცენზია შეუჩერეს – euronews.ge -ს ბრძოლის შედეგი

   euronews.ge კლინიკა ,,ლანცეტში” არსებულ განუკითხაობაზე უკვე წერდა.
  კლინიკა ,,გული”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ანზორ მელია ,,ლანცეტი”-ს ხელმძღვანელობას ხელისუფლების მაღალ წრეებთან გარიგებაში ადანაშაულებდა. euronews.ge -ს ორივე სტატიას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა…
   ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა კლინიკა ,,ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი დააკავეს. საზმაუს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული, რაც თაღლითობას გულისხმობს.
   კერძოდ, საქმეში დაზარალებულად ორი ოჯახია ცნობილი, რომელთა ახლობლები კლინიკა ,,ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალნენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კლინიკაში არალიცენზირებული ოპერაციები ტარდებოდა, რის შემდეგაც ,,ლანცეტს” ლიცენზია შეუჩერდა. ფარმან ჯეირან ლის ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
    დაკავებული პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

წყარო: საზმაუ
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close