ირინა გოგოსაშვილი, ჟურნალისტი:

_ ოქროყანის აგარაკები კომუნისტების დროს, მინისტრთა საბჭოს ეკუთვნოდა! ლამისაა 45 წლის წინ ჩაიყარა წყლის მილები, რომლებიც პერიოდულად სკდება და ზამთარში ამის გამო მშვენიერი ყინულის საფარია სასრიალოდ! შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მობრძანდა ქალაქის მერია და ამ დამპალ მილებზე ახალი ასფალტი გადააგეს!
ჯორჯიან ვოთერი საქართველოში რუსეთიდან რომ შემოათრიეთ საქართველოს ხელისუფლებავ- კომუნიკაციების გამოცვლის ვალდებულება არ დააკისრეთ, თუ მხოლოდ გამდიდრებისთვის შემოუძეხით წინ?
ჯორჯიან ვოთერიდან რომ მოგყავთ დეპუტატად და ქართული ოცნების სახედ, ცალტვინა ეკა ბერიძე, რომელსაც 20 000 ლარი აქვს ხელფასი, რის ფიარს აკეთებს კომპანიაში იმის, ჩვენ რომ 3 საათი ველოდებით საავარიო ჯგუფს და ხელსაწყოებსაც ჩვენ რომ ვაწვდით საკუთარი ოჯახებიდან?
3 საათი ვრეკავდი, 3 საათი ცხელ ხაზზე და არავინ მპასუხობდა, არადა ზარი ფასიანია!

ჰოდა, არჩევნებზე მოგასხამთ ჟანგიან წყალს თქვე დამპლებო ,ფეხებზე რომ გკიდივართ და მხოლოდ თქვენი ჯიბეებისთვის ფიქრობთ კორუფციის წუმპეში წამოწოლილები!

კომენტარები