მსოფლიო

კანადელმა სნაიპერმა ISIS-ის წევრი 3 540 მეტრიდან მოკლა

კანადის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი სნაიპერული შაშხანით 3 540 მეტრიდან მოკლა. სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, ეს მსოფლიო რეკორდია. 

კანადის შეიარაღებულ ძალებში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე არ სახელდება ჯარისკაცის ვინაობა. 

გავრცელებული ცნობით, გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის წევრმა სამიზნის გასანადგურებლად ამერიკული წარმოების შაშხანა „McMillan TAC-50“ გამოიყენა. 

სამხედროები ამბობენ, რომ სამიზნემდე მიღწევამდე ტყვიამ 10 წამი იფრინა. წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერ, კრეგ ჰარისონს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს ავღანეთში „თალიბანის” წევრი 2 475 მეტრიდან მოკლა.

1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close