კატეგორიის გარეშე

კიევში „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

„სპეცსამსახურის ოპერმუშაკებმა კიევში „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენათა სფეროების გადანაწილების განსახილველად ჩამოვიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

2014 წლიდან „მანჩო ზუგდიდსკი“ ოდესაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას უწევდა კოორდინირებას.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, ამ მომენტისთვის კანონიერი ქურდი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close