პოლიტიკა

,,კვირიკაშვილს ვაძლევ პირდაპირ რჩევას: დატოვოს პრემიერის თანამდებობა”

,,რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, ვაძლევ პირდაპირ რჩევას: დატოვოს პრემიერის თანამდებობა. მისი პრემიერობისას ქვეყნისა და ხალხისათვის სასიკეთო ძვრები არა თუ არ მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა, უსამართლოდ უხსნიან შემწეობას ისედაც ღარიბ ადამიანებს, გაიზარდა დაუსაქმებელთა რიცხვი, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დარჩა უსახლ-კაროდ, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი: არც იპოთეკარების, არც საფინანსო კომპანიების უკანონო მოქმედებების შედეგად დაზარალებულების, არც პენსიონერების, არც მრავალშვილიანი ოჯახების, არც ომის ვეტერანების, არც დევნილთა პრობლემების რეალურ გადაწყვეტაზე ქვეყანაში არავინ ზრუნავს. ხალხი ცალკეა. ხელისუფლება სხვაგან არის!” _აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close