საინტერესო
„კაცი ვარ და ქუდი მხურავს…“
ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ მისი ისტორია ბევრმა არ იცის“
„კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, მე არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის“ – ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში სტუდენტი გოგონას, თამარ ერისთავის მიერ ნათარგმნი შოტლანდიური პოეზიის მოტივებიდანაა.
.
„ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის“.
რობერტ ბერნსი, თარგმნა თამარ ერისთავმა (ფოტოზე თამარ ერისთავი)