კახეთში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაცია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
.
როგორც AMBEBI.GE-ს რეპორტიორმა მიაწოდა ინფორმაცია, უცნობმა პიროვნებამ 2 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. ორივე მოკლული 35 წლამდე ასაკისაა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თვითმხილველებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.