მთავრობის კანცელარიასთან თბილისიდან 29 მაისს გატაცებული და შემდგომ ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სურთ მიიღონ პასუხი, როგორ მოხდა ჟრნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში და მონაწილეობდა თუ არა მისი ქვეყნიდან გაყვანის პროცესში ქართული სპეცსამსახურები.
აფგან მუხთარლის თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ჟურნალისტი აზერბაიჯანში ჰყავთ დაკავებული. აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით. უწყებაში დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. საქმეზე გუშინ დაიკითხა ჟურნალისტის მეუღლე და მისი მეგობრები. საქართველოს სახალხო დამცველმა სამართალდავმაც ორგანოებს საქმის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდა.

კომენტარები