პოლიტიკა

“კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული სისუსტეა”

“ძალიან სამწუხარო ამბავია ეს ინციდენტი, რომელიც გვაჩვენებს, რომ მართლაც სერიოზული სისუსტეა ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ “მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

“შესაბამისად, ვინაიდან ეს საკითხი ამ შემთხვევაში ეხება პარლამენტთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურას, აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ლოგიკური და სწორია, რომ საპარლამენტო გამოძიება იყოს”,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლაშა თორდიას შარდენზე მდებარე ბარში თავს დაესხნენ. მისი თქმით, ოთარ ფარცხლაძემ და რამდენიმე პირმა ბარის შესასვლელის ტერიტორიაზე ცემა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close