სამართალი და კრიმინალი

კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას უვადოდ, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა 23 მარტს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ლუკა ჩიხლაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ოქტომბერს ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გათიშეს და მოკლეს. გვამი ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს და დაწვეს.

პირველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close