რედაქტორის გვერდისაზოგადოება

კამათის შემდეგ ეს ინფორმაცია გაქრა გუგლიდან- რატომ ჰქვია სომხურ ღვინოს „კახეთ“?

საინფორმაციო სააგენტო „ევრონიუს ჰოლდინგი„-ს ერთ-ერთი საიტის _ qronika.ge  -ს ინფორმაციას – „სომხური ღვინო „კახეთი“  -გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანა ჯოხარიძე. მან სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

„მე მქონდა ამის შესახებ პოსტი форум Кавказа-ში. სომხებთან მომივიდა პოლემიკა ამის თაობაზე, რადგან იქ დავდე ინფორმაცია გუგლიდან იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდში სომხებმა ქვეყანაში მასიურად შეიტანეს გამოყვანილი ვაზის ჯიში, რომელსაც „კახეთ“-ი დაარქვეს. ალბათ მიხვდებით რა მიზნითაც გააკეთეს ეს.

 კამათის შემდეგ ეს ინფორმაცია გაქრა გუგლიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მათ აქვთ ყურძნის ჯიში, რომელსაც ჰქვია „კახეთ“ და ვერც შეედავები უკვე. დაგიმტკიცებენ, რომ ამ ჯიშის ყურძენი ჰქონდათ ჩვენს წელთაღრივხვამდე. ამ და სხვა ფანდების დახმარებით _ როგორიცაა სახელწოდებისთვის ერთი ასოს მოკლება, ისინი ცდილობენ შეიყვანონ შეცდომაში ყველა, ვინაიდან, ამ ორომტრიალში უკვე ვეღარ გაარკვევს უცხო, ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი.

 რამდენიმე ხნის წინ კი წავიკითხე, რომ 18 წლის წინ ქვეყანაში მასიურად შეიტანეს თონეები და პურის ცხობა დაიწყეს. ასე, რომ ცოტა ხანში ელოდეთ _ დედას პური გახდება „დედას პურ“ და შოთის პური „შოთ“!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close