ადგილი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, წამით დაგავიწყებთ, რომ საქართველოში იმყოფებით და თვალწინ გადაგიშლით ძველი და ახალი ეპოქების სინთეზს.

IMG_2461

.

IMG_2459

.

IMG_2389       კავკასიონის კლდეში ნაკვეთი გვირაბი, რომლის სიგრძე 7,700 კმ-ია ყვარლის ტბამდეა გადაჭიმული, თუმცა ტურისტული ზონა მხოლოდ 300 მეტრს მოიცავს. გვირაბი აშენებულია 1959-1965 წლებში,  კომპანია „მეტრომშენი“-ს მიერ, რომელმაც აგრეთვე ააშენა თბილისისა და მოსკოვის მეტროებიც. როგორც გვიამბეს, გვირაბის მშენებლობის ბრძანება ლავრენტი ბერიას გაუცია, თუმცა მისი ფუნქციის მიზეზი დაუმალავთ, რადგან მაშინდელი კანონები კრძალავდა ასეთი ზომის ღვინის საცავის მშენებლობას, ამიტომ  თქვეს, რომ გვირაბი  თავდაცვითი  მნიშვნელობის იყო. სიმართლე დაიმალა  ყველასათვის, გარდა მუშებისა. კავკასიონის ის ნაწილი, რომელიც დღეს გვირაბის სახით გვხვდება, შეივაცს გრანიტს, შესაბამისად მისი გამოჭრა დიდ სირთულეს წარმოადგენდა და თურმე მუშებს უწევდათ  მისი აფეთქება და გვირაბის ამგვარად გამოკვეთა. სულ გამოჭრილია 15 გვირაბი, აქედან 2 პარალელური და 13 შემაერთებელი. მისი გახსნა ვაზისა და ღვინის კონგრესზე მომხდარა. გვირაბი ისე ყოფილა  მოწყობილი, რომ შიგნით შესულ ადამიანს გამოსვლა აღარ დასჭირვებოდა. იქ ინახებოდა 5 მილიონზე მეტი, სხვადასხვა სახეობის ღვინო და საკონიაკე სპირტი. იმ დროინდელი 400 ბოთლი ღვინო დღესაც საწყობშია. რა თქმა უნდა, იგი დასალევად უკვე უვარგისია.

IMG_2256

.

IMG_2254

.

IMG_2246

.

IMG_2261

.

IMG_2297

.

IMG_2258

გვირაბი 2006 წლამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ახლა კი ღვინის კერძო კომპანია „ხარება“-ს მფლობელობაშია.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნახონ ჭერზე განთავსებული ღვინის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მინის მილები, რომლებიც კომუნისტების დროს გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ისინი დღესაც მუშა მდგომარეობაში არიან, თუმცა მათი გასუფთავება მთელ რიგ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მხოლოდ საჩვენებელი ექსპონატების როლს ასრულებენ. გვირაბში ასევე შეხვდებით საბჭოთა კავშირის წარმოების ღვინის ცისტერნებს. როგორც აგვიხსნეს, მასში ღვინის შენახვა ძალიან მოსახერხებელია, რადგან ისინი შიგნიდან ემალირებულია. იქ ექსპონატების სახით ასევე ინახება ხის კასრები, რომლებშიც ღვინო 2 წლამდე ძველდება, ქვევრები, რაღა თქმა უნდა, რამდენიმე ლიტრიანი ყანწები, ველური გოგრისაგან დამზადებული სპეციალური ჭურჭელი, რომელიც ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად გამოიყენება, ასევე მუხის ხისგან დამზადებული ასწლოვანი საწნახელი და ა.შ.

როგორც გვითხრეს, გვირაბი გაიძარცვა 90 -იან წლებში და იქიდან წაღებულ იქნა ავზები.

IMG_2241

.

IMG_2376

.

IMG_2312

.

IMG_2366

.

IMG_2316

.

IMG_2456

.

IMG_2439

.

IMG_2447

.

IMG_2440

.

 

IMG_2460

.

IMG_2446

მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ, დეგუსტაცია გაუკეთონ ღვინოებს,  ისიამოვნონ მესამე სართულზე არსებული რესტორნით და დატკბნენ ტერასის დამამუნჯებლად ლამაზი ხედებით. თუმცა ამ ტერიტორიაზე მოხვედრილთ, ჯერ ზღაპრული ბაღნარი მოგნუსხავთ, ნარჩევი ვარდების ხეივნით, დევების საქანელებით, უზარმაზარი ქვევრებითა  და ულამაზესი პეიზაჟებით.

მარიამ მახნიაშვილი

კომენტარები
Загрузка...