რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

„იხვნისკარტა კი მას შემდეგ ისეა დავალებული, ყველა სიბინძურეზე უწერთ ხელს“

ცოტნე გამსახურდიას ახალი პოსტი სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრს, გუგული მარღაძეს ეძღვნება: 

 

“ქურდს ქუდი ეწვისო, ხომ გაგიგიათ?!
ორიოდე წლის წინ 19 წლის ნანა გიგლემიანს, აფხაზეთიდან დევნილ გოგონას, რომელიც მამის წლისთავზე ეკლესიიდან გამოდიოდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ იხვნისკარტა გუგული მაღრაძე დაეჯახა და გარდაიცვალა!

ქოცმთავრობამ საქმე ჩაფარცხა, როგორც ყოველთვის: გვამი შეტენეს საწინააღმდეგო მხარეს მოძრავ მანქანის მძღოლს, ფული გადაუხადეს და მალე გამოუშვეს, ხოლო კამერების ჩანაწერები წაშალეს. იხვნისკარტა კი მას შემდეგ ისეა დავალებული, რომ ყველა სიბინძურეზე უწერთ ხელს… აგერ ლინკიც.” – წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 6 თებერვალს, აღმაშენებლის გამზირზე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 19 წლის ნანა გიგლემიანი. ახლობლები კატეგორიულად მოითხოვენ, მკვლელი რომელიც მართავდა ჯიპის მარკის ავტომობილს და დიდი სისწრაფით დაეჯახა გოგონას როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა, დააკავონ. გიგლემიანები იმასაც აცხადებდნენ, რომ მიცვალებულს არ დაკრძალავდნენ, სანამ გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულს პოლიცია არ დააკავებდა.აღნიშნული მოთხოვნით მათ რამდენჯერმე აქციაც მოაწყვეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს. 

  გოგონა აფხაზეთიდან დევნილია. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც გოგონას დაეჯახა, ქალი მართავდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნანა გიგლემიანის გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელის ცოლია, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭესთან პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე იჯდა. ცოტნე გამსახურდიას პოსტიც ამაზე მიუთითებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close