რედაქტორის გვერდისაზოგადოება

იცით რას შეიცავს ენერგეტიკული სასმელი? – პროფესიონალი ექიმის სკანდალური განცხადება

  ინგა მამუჩიშვილი, პროფესიონალი ექიმი:
უკანასკნელ პერიოდში,საქართველოში,მოზარდთა მიერ,ენერგეტიკული სასმელების(ენერჯაიზერების) მოხმარება 43%ით გაიზარდა. მომხმარებლები, მიზეზად ასახელებენ ენერგიის მოზღვავების შეგრძნებას მათი მიღების შემდეგ. სინამდვილეში, ენერგეტიკული სასმელები კოფეინის საშუალებით მართლაც ამხნევებენ ადამიანს, მაგრამ ორგანიზმს ენერგიით არ ავსებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ენერგიის საკუთარ რესურსებს იყენებს, რასაც დროთა განმავლობაში გაღიზიანებამდე, უძილობამდე და დეპრესიამდეც კი მივყავართ (ენერგეტიკული გამოფიტვა).
 მერწმუნეთ, სწორი კვებისა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში გასამხნევებლად ენერგეტიკული სასმელების გამოყენება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. იცით რას შეიცავს ენერგეტიკული სასმელი? ნივთიერებებს ნერვული სისტემის ტონიზირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი) ნახშირწყლები — ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა, არომატიზატორებს, საღებავებს, რაც ძალიან მავნეა მზარდი ორგანიზმისთვის…
 ალბათ ძალიან მალე, ამ სასმელების გამოყენება ისევე აიკრძალება მოზარდებში (უკვე ბევრ ქვეყანაშია ასე) როგორც ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენება…
 ცოტა ხნის წინ მყავდა პაციენტი,14 წლის ბიჭი,რომელსაც აღენიშნებოდა ღებინების შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, ფაღარათი, თავის ტკივილი, უძილობა, სწრაფი გაღიზიანებადობა და აფექტური გამოვლინებები,პერიოდულად გონების დაბინდვა, კანის ქავილი.აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი ყოველ დღე ღებულობდა 2 ქილა ენერჯაიზერს დილა-საღამოს. როგორც კი ავუკრძალეთ მისი მიღება, 10 დღეში, ზემოთჩამოთვლილი ჩივილები აღარ ჰქონდა, თუმცა, რა შეიძლება მოყოლოდა ამ დამოკიდებულების გაგრძელებას….????ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, ნუ აყვებით ერთმანეთს, თქვენთვის ამ სასმელის მიღება სახიფათოა…
  ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლებთან კი ასეთი თხოვნა მექნება-ბავშვების და მოზარდების მიერ, ყველაზე ხშირად მოხმარებად ინტერნეტ საიტებზე, რეკლამის განთავსება, რომ “თუ არ გძინავთ დაფრთიანდით ენერგეტიკული სასმელით”,არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
გამოფხიზლდით…იფიქრეთ მომავალ თაობაზე…
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close