სეტყვა, ქარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ვულკანიც კი… – რას უკავშირებენ ასტროლოგები ბოლო პერიოდის კატაკლიზმებს?  

  დავით ბუტიკაშვილი, ასტროლოგი:

_ დედამიწაზე შეიცვალა კლიმატი. რამდენიმე წელია, თბილისში არ ყოფილა  უხვთოვლიანი ზამთარი, რეგიონებს კი თოვლი მოსახლეობას დიდი პრობლემებს უქმნის-ხოლმე. ასევეა ზაფხულიც… უნდა შევეგუოთ, რომ ძველი კლიმატი აღარ დაბრუნდება.

_ რას გულისხმობთ?

_  დედამიწა განვითარების ახალ სტადიაშია. ახლა მიმდინარეობს გადალაგების პროცესი, რომელსაც შეიძლება, აპოკალიფსური ვუწოდოთ. ეს პროცესი მიმდინარეობს მთელ დედამიწაზე. ახალი კლიმატის ჩამოყალიბება გაგრძელდება 2023 წლამდე. ასე, რომ უნდა დავემშვიდობოთ თოვლიან ზამთარს და პაპანაქება ზაფხულს. იქნება ორკვირიანი, ცივი ზამთარი და ორკვირიანი, ცხელი ზაფხული. შესაბამისად, ადამიანებიც შევიცვლებით, რადგან ამინდის მკვეთრი ცვლილება თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედებს.

მუდმივ კატაკლიზმებს შეიძლება დავარქვათ აპოქალიფსის პერიოდი, რაც ცხადია, ადამიანების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. კლიმატის სწრაფი ცვლილების  გამო, უკვე ბევრს აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ფორიაქი…

_  კლიმატის ცვლილებამ შეიძლება, ფატალური შედეგი გამოიწვიოს?

_ რა თქმა უნდა. ადამიანების ჯანმრთელობას ეს პროცესები დიდ ზიანს მიაყენებს. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორება კი შესაძლებელია არა მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ ოპტიმიზმითა და რწმენაში გაძლიერებით.

საქართველოში შავი მთვარე იმყოფება მშვილდოსანში, რაც ასტროლოგიურად ნიშნავს იმას, რომ ქართველები გავდივართ გამოცდას რწმენაში და მხოლოდ უფლის რწმენა გადაგვარჩენს.

კომენტარები
Загрузка...