იუსტიციის საბჭომ ახალი წევრები დღეს უნდა აირჩიოს. დღის წესრიგით  გათვალისწინებულია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ოთხი  წევრის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევა. აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ოთხ არამოსამართლე წევრს: ლევან მურუსიძეს, შოთა გეწაძეს, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს ეწურებათ. სწორედ მათი შემცვლელები უნდა აირჩიოს საბჭომ დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე.  საბჭოს წევრები დასახელებული 7 წევრიდან 4-ს ფარული კენჭისყრით აირჩევს.

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატად 7 პირი განიხილება: ირაკლი შენგელია, ხვიჩა გიგილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, თამარ ბეჟანიშვილი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოსამართლეთა კორპუსი კენჭს საბჭოს მდივნის კანდიდატურებს უყრის.

 

 

კომენტარები
Загрузка...