მთავარი მაისაიას გვერდი იტალიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე

იტალიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე

საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მილანის აეროპორტ მალპენსაში დააკავეს და იტალიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯგუფ “ემიგრანტები იტალიაში” მომხმარებელი გია კვარაცხელია წერს.

“შესაძლოა, განმხოლოებულ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი, შესაძლოა, უკვე ხორციელდება ქვეყნის დამცავი სასაზღვრო ზომები, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ მილანის აეროპორტ მალპენსაში დააკავეს და იტალიის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. ამის თაობაზე პირველადი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მილანში მოღვაწე არქიმანდრიტმა კირიონმა გაავრცელა, შემდეგ კი მას შვეიცარიაში ქართველი ემიგრანტებიც აჰყვნენ. აღსანიშნავია, რომ ა/წ 26-27 მაისს სიცილიის ქალაქ ტაორმინაში ჩატარდება G7-ის სამიტი, რომელზეც 20 000-მდე სტუმარია მოსალოდნელი. იტალიის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების და საზღვრების უკეთესად გაკონტროლების მიზნით (ვიმეორებთ – მხოლოდ ამ შეკრების გამო, დროებით) გადაწყვიტა, შენგენის ხელშეკრულების დროებით შეჩერება 10 მაისიდან და, სავარაუდოდ, შენგენის ზონის გარეთ მყოფი ქვეყნების მოქალაქეებისათვის მანამდე შეფერხებებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. მალპენსას აეროპორტში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, რაიმე პროცესუალური დარღვევები ჰქონდეთ. მათ განუცხადეს, რომ თუ ხვალ ბილეთს აიღებენ, უკან დაბრუნდებიან, ხოლო თუ არა, დააკავებენ ბილეთში ჩარტმყულ უკან დაბრუნების თარიღამდე — მაგრამ მაინც, ჩვენი ვალია გაგაფრთხილოთ. ასევე, თუ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია მოვიპოვეთ დღის განმავლობაში, ვეცდებით თქვენს დაუყოვნებლივ ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “პირველს” განუცხადეს, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულოში შესაბამისი განცხადება და მიმართვა არ შესულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს. გაზეთი  II Messaggero წერს, რომ 10 მაისიდან თვის ბოლომდე შიდა, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.

“დიდი შვიდეულის” სამიტი 26-27 მაისს ჩატარდება ქალაქ ტაორმინაში კუნძულ სიცილიაზე. წინასწარი შეფასებით, ქალაქს 20 ათას ადამიანზე მეტი ეწვევა, მათ შორის ჟურნალისტები, დიპლომატები და საერთაშორისო დელეგაციის წევრები.

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას.  შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო. ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო.

 წყარო: pia
კომენტარები
Загрузка...