საზოგადოება

“ის დიდ ხანს მალავდა საიდუმლოს”

რუსულ გადაცემა “საიდუმლო მასალებში” ვლადიმერ პუტინის წარმომავლობის შესახებ საუბრობენ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პუტინის დედა – ვერა პუტინა საქართველოში, სოფელ მეტეხში ცხოვრობს.

“ის დიდ ხანს მალავდა საიდუმლოს… რუსეთში დარჩა… მე სწორად მოვიქეცი”, – ჰყვება ვერა პუტინა ინტერვიუში. უშიშროების თანამშრომლებმა ვერასგან ყველა ის დოკუმენტაცია წაიღეს, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინი მისი შვილი იყო. ახლა ვერას ეშინია ჟურნალისტებთან შეხვედრის და თითქმის არ გამოდის გარეთ. შვილთან შეხვედრის იმედი ვერას არ აქვს:

“მგონია, რომ ვოვა ჩემზე ნაწყენია”, – ამბობს ვერა პუტინა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინი ნამდვილად სოფელ მეტეხში ცხოვრობდა და დაწყებითი სკოლის განათლებაც იქ მიიღო.

“კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე პლატონ პრივალოვი გავიცანი. შემიყვარდა და მისგან დავორსულდი. მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ პლატონი დაქორწინებული იყო და მშობლებთან დავბრუნდი. 2 წლის იყო ვოვა, როდესაც პრაქტიკაზე ტაშკენტში გამიშვეს, სადაც ჩემს მომავალ მეუღლეს, გიორგი ოსეფაშვილს შევხვდი. სწორედ მან ჩამომიყვანა აქ, მეტეხში. გიორგისგან მეორე შვილი, გოგო შემეძინა. ღარიბულად ვცხოვრობდით და ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი სახსრები ბავშვების შესანახად. გიორგის არ სურდა გერის აღზრდა, ეშინოდა, რომ ვერ არჩენდა მას”, – ისხენებს ვერა პუტინა.

ვერამ ვოვა მშობლებთან, რუსეთში წაიყვანა, თუმცა, ბებია-ბაბუასთან მან ცოტა ხანს იცხოვრა – ბიჭი მათთვისაც ზედმეტი და ხელისშემშლელი აღმოჩნდა. ვოვა ახლობელ ოჯახზე მიაშვილეს და საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდნენ.

“მესამე კლასამდე საქართველოში სწავლობდა. რუსეთში იძულებული იყო თავიდან მიეღო განათლება, რადგან რუსული ენა არ იცოდა. სწორედ ამიტომ შეუცვალეს მას დაბადების თარიღი”, – იხსენებს ვერა პუტინა.

წყარო: youtube.com/digest.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close