საინტერესო

ირმის ნახტომში უცხოპლანეტური ცივილიზაცია აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ლუის ანკორდოკმა, სუსანა ვებერმა და ხორხე სორიანომ განაცხადეს, რომ ირმის ნახტომში არსებობს უცხოპლანეტური ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია დედამიწელებთან კონტაქტზე გამოსვლა. კვლევის შესახებ ვრცლად ონლაინ-ბიბლიოთეკა arxiv.org-ი წერს.

სპეციალისტებმა დრეიკის განტოლება მცირედით შეცვალეს, რომლითაც ითვლიან თუ რამდენად მაღლია დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის გაჩენის შანსი, ”შემადგენელი” პარამეტრების ალბათობის განსაზღვრით – როგორიცაა ვარსკვლავთა წილი, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ გალაქტიკური მასშტაბებით, ანუ მზიდან ათი კილოპარსეკის ფარგლებში, რაც ირმის ნახტომის რადიუსს უდრის, არსებობს, სულ მცირე, ერთი უცხოპლანეტური ცივილიზაცია, რომელთათვის ხელმისაწვდომია დედამიწასთან საკომუნიკაციო ინსტრუმენტები.

მკვლევრების თქმით, ახალი კოსმოსური თანამგზავრები TESS (Transiting Exoplanet Survey Satellite) და JWST (James Webb Space Telescope), რომლებიც 2018 წლისთვის გასაფრენად ემზადებიან, დაამტკიცებენ მეცნიერების ვარაუდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close