პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: “ზურაბ ჯაფარიძემ “პამპერსი” ჩაიცვას, კრეატიული აქცია გამოუვა…”

“ზ. ჯაფარიძეს ჩვენი პარტიის აშკარად ეშინია. ვინმემ გადასცეს, “პამპერსი” ჩაიცვას. მაგარი კრეატიული აქცია გამოუვა. ტელევიზორში აჩვენებენ”- ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარაძის “აიპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუს, სადაც ჯაფარიძემ ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსს” ფაშისტური პარტია უწოდა.

“ჩემი აზრით, მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ხედვები „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს. ერთხელ ვთქვი და ეწყინათ. ჰგონიათ, რომ გაიგივება არის ჰიტლერთან და მუსოლინთან. ასეთი ხედვების მქონე პარტიები ევროპაშიც არსებობს. ეს იდეოლოგია არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ კონცლაგერები უნდა მოაწყო, სადაც ადამიანებს დაწვავ. ასეთ პარტიებთან არ გვინდა თანამშრომლობა, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანების თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close