გაუგონარი მკვლელობა თბილისში რამდენიმე თვის წინ მოხდა. შვილმა მეგობარ ბიჭს  უფლება მისცა, დედამისი მოეკლა და მერე მისი ორგანოები ეჭამა. ყოჩიაშვილების ოჯახი, სადაც ეს ამბავი მოხდა, წარმოშობით კახეთიდან არის. წლების წინ, ცოლ-ქმარს ტრაგედია დაატყდა თავს, ერთადერთი შვილი სისხლის გათეთრებით გარდაეცვალათ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილებს კი ვიღაცამ კართან ახალშობილი დაუტოვა.

გოგონა გაზარდეს, მასზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. შეძლებული ოჯახი იყო და ბავშვს არაფერს აკლებდნენ. ახლა კი ეს გოგო ისე ლაპარაკობს, თითქოს მშობლებისაგან ზეწოლის ქვეშ იყო და უნდა, წამებულად მოაჩვენოს საზოგადოებას თავი. შეიძლება დედ-მამას რაღაც არ მოსწონდათ მისი, ამის გამო ეკამათებოდნენ, ურჩევდნენ… მშობლის ვალიც ხომ ის არის, შვილი აღზარდოს და სწორ გზაზე დააყენოს, ამიტომ შვილმა ჭამა უნდა დაუწყოს? _ ამბობენ ოჯახის ნაცნობები.

საზოგადოების გაღიზიანება ამჯერად მკვლელობაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულმა ურცხვმა განცხადებებმა გამოიწვია. მისი თქმით, მშობლები 19 წელი აწამებდნენ, რის გამოც, მას გაუჩნდა სურვილი თავად ეყურებინა, როგორ ჭამდა მისი მეგობარი დედამისის გულს.

“ვაცნობიერებ, რომ ბევრი წელი პატიმარი ვიქნები. ჩემი გამოცდილება ქიმია-ფიზიკის კუთხით გავიღრმავე. წიგნის გამოცემას ვაპირებ. ჩემი დედინაცვალი და მამინაცვალი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი შვილი მიწაში როგორ უნდა იწვეს და შენ მიწაზე როგორ უნდა დადიოდეო. მათ ცხოვრება გამიმწარეს. ყველანი ადამიანები ვართ, რომ გამწარდები ვინ რას იზამს არავინ არ იცის. ხდებოდა ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა”, – აღნიშნა ირმა ყოჩიაშვილმა

კომენტარები