პოპულარული წყვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და ყოფილი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია, ცხოვრების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდნენ. მათი ცხოვრებიდან გაქრა პოლიტიკა.

ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის და ახლანდელი საქმიანობის შესახებ ნათია ფანჯიკიძე ,,სარკეს” ესაუბრება.

,,ყველა ბრძოლას ახლავს თავისი ჭრილობები, ღალატი, თუნდაც პარტიის უახლოესი წევრებისგან. მოღალატეები შიგნითაც იყრიან თავს, დარტყმები არა მხოლოდ გარედან არის. რა თქმა უნდა, ეს ადამიანური ჭრილობებია, მაგრამ ირაკლი თვითონ არის მეომარი. არაფრის უტრირებას და დარამატიზებას არ ახდენს. ბავშვები არ ვართ, ცხოვრებას ვიცნობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა განიცადო, არ უნდა გეტკინოს, ემოცია არ გქონდეს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ვითომ ციდან ჩამოფრინდი და რაღაცის რაღაცნაირად შემოტრიალებით გაოცდე. ნებისმიერ ბრძოლაში გამარჯვებისთვისაც მზად ხარ და დამარცხებისთვისაც. ირაკლი ვაშინგტონში ძალიან კარგ პოზიციაზე მუშაობს. ამერიკულ საკონსულტაციო ფირმაში დაიწყო საქმიანობა. კომპანიის უფროსის პარტნიორად დაინიშნა, რაც ძალიან  დიდი პატივია. ასეთი კარიერის გასაკეთებლად ადამიანები ბევრს შრომობენ და სერიოზული ბიოგრაფიები აქვთ”, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები
Загрузка...