რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ინტერნეტპორტალ „სარბიელის“ მედიატურნირი დომინოში – პირველად საქართველოში

   10 მარტს, ქართულ რეალობაში  პირველად, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს დომინოს თამაშში შეეჯიბრებიან.
ამ იდეის ავტორი და ორგანიზატორია სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“. ტურნირი 10 მარტს „დიდუბე პლაზას“ ფოიეში (აკაკი წერეთლის გამზირი №116) 15:30 საათზე დაიწყება.
ინტერნეტპორტალი ტურნირში მონაწილეობისთვის ეპატიჟება ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენლებს – როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს.
თამაშის პარალელურად, გულშემატკივართა გასართობად მოეწყობა სახალისო და საინტერესო თამაშები.
„სარბიელის“ შემოქმედებითი გუნდი ტურნირის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის ბევრ სიურპრიზს და საჩუქარს ამზადებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close