საინტერესო

ინტერნეტთამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება საქართველოში შემოაღწია

ინტერნეტთამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, საქართველოში შემოაღწია

12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს.

ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

ინტერნეტთამაში პირველად 2013 წელს რუსეთში გამოჩნდა. თამაში ნებისმიერ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. მომხმარებელს კურატორი უკავშირდება და თამაშს სთავაზობს. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება კი – თვითმკვლელობა. ინტერნეტთამაშს მსხვერპლი მოჰყვა რუსეთში, პორტუგალიაში, კენიაში, თვითდაზიანება – აშშ-ში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, თვითმკველობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close