საზოგადოება

ინტერვიუ გიორგი მახარაძის დედასთან

ჟურნალ “სარკის” ახალ ნომერში მსახიობ გიორგი მახარაძის დედა, თეონა ჩივაძე, შვილის დიაგნოზის შესახებ საუბრობს. მოგეხსენებათ, მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

მსახიობის დედა აცხადებს, რომ თურქეთში დიაგნოზის გადასამოწმებლად 3 იანვარს გაემგზავრებიან.

“უეცრად აიტკივა თავი, მერე სხვა ორგანოები. საქართველოში თუ ვინმე პროფესორი იყო, ყველასთან მყავდა. უცებ დაისვა დიაგნოზი და გაკეთდა ოპერაცია. თავიდანვე სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მერე ჩატარდა მორფოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეა. დახოცილები ვართ! სულ არ წარმოგვედგინა, რომ ამ ყველაფრის წინაშე დავდგებოდით!.

რას ამბობენ ექიმები?

ამბობენ, რომ უნდა დავიწყოთ ქიმიოთერაპია.

გიორგი რა მდგომარეობაშია?

აქეთ მამშვიდებს, მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სულაც არ არის სანერვიულო. ნახე, როგორ კარგად ვიქნებიო – ასეთი განწყობა აქვს. ჯვარი გვწერია, ისეთი მდგოამრეობა არ არის, რომ ქუჩაში ვერ გადიოდეს და იწვეს. ჩვეულებრიად არის, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ სადმე კერა არ იყოს.

როგორც თეონა ჩივაძე ამბობს, საწყისი თანხა, რომელიც თურქეთში წასასვლელად და გამოსაკვლევადაა საჭირო, 10 000 დოლარია. მკურნალობის თანხა კი თურქეთში გამგზავრების და იქაურ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც გიორგის დედა აღნიშნავს, ხელისუფლებასთან დაკავშირება არ უცდია, გიორგის კოლეგები კი გვერდზე უდგანან და სხვადასხვა სხის აქციას გეგმავენ.

ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა დღევანდელ “სარკეში” შეგიძლიათ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close