ინოვაცია – დინამიკი, რომელიც ლაპარაკობს

დინამიკი ცილინდრული ფორმისაა, ძალიან დახვეწილი დიზაინით და უმაღლესი ხმის ხარისხით, მაგრამ მისი მთავარი ხიბლი სხვა რამეშია: Amazon Echo ერთვება ვაიფაის ქსელში ან ბლუთუსით უკავშირდება კომპიუტერულ მოწყობილობას და ამის შემდეგ მისი მართვა ერთდროულად შეიძლება როგორც -ტელეფონით , ისე – კომპიუტერით.
თანაც, ეს ჭკვიანი დინამიკი რეაგირებს ჩვენს საუბარზე, მისი ჩართვა კოდური სიტყვით ხდება, რომელიც ხმამაღლა უნდა ითქვას და ამის შემდეგ შეგვიძლია ბრძანება მივცეთ დინამიკს; დაუკრას რომელიმე მუსიკა, ან ვიკიპედიაში რამე მოიძიოს, ან ამინდის პროგნოზი გადმოგვცეს, ან სულაც მაღვიძარას რეჟიმზე გადაერთოს. ის ჩვენთან კონტაქტში შემოდის, შეიძლება ითქვს, რომ Amazon Echo-სთან საუბარი შეიძლება.
მოწყობილობა 200 დოლარი ღირს
საიტი Amazon.com ახალ, ინოვაციურ დინამიკს გვთავაზობს სახელწოდებით -Amazon Echo.