რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ინგრევა სახლი ზესტაფონის ქუჩაზე, რომელშიც მამა ნიკოლოზი ყინვიან ღამეს არ შეუშვეს

,,ზესტაფონის ქუჩა 19 ა -ში, რომელშიც მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობდა და იქაურმა მაცხოვრებლებმა 6 თებერვლის ყინვიან ღამეს, სახლში არ შეუშვეს, სწორედ ის კორპუსი ინგრევა. უზარმაზარი ბზარებია, ლიფტი ჩავარდა და ხალხის ევაკუაცია გამოცხადდა! იქნებ დროა დავფიქრდეთ!” _ წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი. 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდებოდა ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: ,,მხსნელი”, ,,გადამრჩენელი” და ა.შ. საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელმსახურება.

ვინ არის ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და რატომ შეუჩერა მღვდელმოქმედება მას სინოდმა, ამასთან დააკავშირებით „ალია“  სქემიღუმენ ილია ვაშაკიძეს  ესაუბრა.

ilia vaSakiZe

 

 

 

 

სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე:

-ჩვენ წლების წინ ვამხილეთ ბერი ნიკოლოზის სწავლება. ჩემმა სულიერმა ძმამ არქიმანდრიტმა იერომიელმა (ფილიშვილი) გამოსცა ბროშურა და მეც ვღებულობდი ამ ბროშურის შედგენაში მონაწილეობას.

il

,,(არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილი)

როდის ამხილეთ?

-დაახლოებით 5 წლის წინ ვამხილეთ ჩვენ მისი ცრუ სწავლება.

ცრუ სწავლება რაში გამოიხატებოდა?

-ცრუ სწავლება იმაში გამოიხატებოდა, რომ ვითომ მდუმარებდა და ეკლესიაში რომ უნდა ევლო ხალხს, მოსწყვიტა ეკლესიას და მასთან დადიოდა ხალხი. ავრცელებდა საკუთარ ხელნაწერებს, რომელიც იყო სისულელე და მცდარი. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) ნიკოლოზ მაქარაშვილს მონასტერში სენაკიც კი შესთავაზა, რათა ეხსნა იგი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამწყსო ნიკოლოზ მაქარაშვილის ცრუ სწავლებისაგან, რაზედაც ნიკოლოზ მაქარაშვილმა სასტიკი უარი განაცხადა. მეტი რაღა ექნა მეუფე სერაფიმეს? ნიკოლოზ მაქარაშვილს მონასტერში ხომ არ დააბამდა? მეუფეს არა ერთი, ორი და სამი გზასაცდენილი ადამიანი შეუფარებია და ქრისტესმიერი სიყვარულით მიუღია და ნიკოლოზ მაქარაშვილს რატომ ეტყოდა უარს ქრისტესმიერ სულიერ მფარველობაზე? ამ ბროშურის გამოცემის აუცილებლობა დავინახეთ, რადგან ვატყობდით, რომ ბერი მაქარაშვილისა და მისი მიმდევრების მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიიღებდა შეუქცევად სახეს რელიგიური გაუკუღმართების თვალსაზრისით. ამიტომ უპრიანად მივიჩნიეთ გამოგვეცა ეს წიგნი, სადაც მივმართავდით საზოგადოებას და მივაწოდეთ ეს ბროშურა წმინდა სინოდის  თითქმის ყველა წევრს.

serafime

{ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი,წმინდა სინოდის წევრი, მეუფესერაფიმე ჯოჯუა }

ამონარიდი  ბროშურიდან-

,,ნამდვილი” ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით დღესაც მდუმარებს. ჩვენი ვარაუდით, ამ მდუმარებასაც გნოსტიკური ელფერი დაჰკრავს, როგორც დიდი შოთა ამ შემთხვევისათვის იტყოდა: ,,თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსაო”. ეს არის ამონარიდი ბროშურიდან ,,თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად”.

-საპატრიარქო არ გამოხმაურებია მაშინ ამ ფაქტს?

-არა, არანაირი საჯარო გამოხმაურება არ ყოფილა საპატრიარქოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ სინოდის თითქმის ყველა წევრს დავურიგეთ ეს ბროშურები, მაგრამ ახლა რატომღაც მათ ეს განცხადება გაავრცელეს. მაშინ კი ყურად არ იღეს!

-ახლა რატომ გაავრცელა მაინც და მაინც ეს განცხადება საპატრიარქომ? მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ ბროშურების გავრცელების შემდეგაც, თუ ბერი ნიკოლოზის სწავლებას ცრუდ მიიჩნევდნენ…

-პირად საუბრებში სინოდის თითქმის ყველა წევრი ეთანხმებოდა ბროშურის ავტორს, მაგრამ რატომღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა. სამწუხაროდ, როგორც ვივარაუდეთ შეუქცევადი გახდა ეს პროცესი და მათაც ახლა გააკეთეს ეს განცხადება. მინიშნება, რომ დროზე უნდა მიეღოთ ზომები, მამა იერომიელმა და ჩვენ ამ ბროშურის სახით გამოვეცით.

მამა ილია, უკვე დიდი ხანია ბერი ნიკოლოზის შესახებ იცის საზოგადოებამ და მას იცნობს, როგორც ბერი გაბრიელის სულიერ შვილსა და გზის გამგრძელებელს. მამა გაბრიელის ნათქვამი არ არის ის, რომ „ნიკოლოზი ჩემი გზის გამრძელებელია, მისი თავმდაბლობა ღმერთამდე მივაო?“

-მამა გაბრიელი წმიდანია და ხდება მისი სახელით სპეკულაცია. ბერი ნიკოლოზი მას შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, რაც მან თავი გამოაცხადა წმინდა მამა გაბრიელის ერთადერთ სულიერ შვილად. წმინდა მამა გაბრიელის მომვლელმა დედა პარასკევამ პირად საუბარში მითხრა, რომ ბერი ნიკოლოზი არასდროს ყოფილა წმიდა  გაბრიელის სულიერი შვილი და მეტიც,  მამა გაბრიელს უთქვამს კიდეც, დედა პარასკევასთვის და არა მარტო მისთვის, რომ – „ნიკოლოზმა გააფრინაო“…

ეს დედა პარასკევასგან იცით?

-დიახ, ამ საკითხზე მე პირადად მქონდა საუბარი დედა პარასკევასთან წმინდა ბერი გაბრიელის საფლავთან!

par

{დედა პარასკევა}

ანუ რა გამოდის, მამა გაბრიელის შესახებ გამოცემულ წიგნებში, სადაც მამა გაბრიელი  ამბობს, რომ- “ბერებს შორის დირექტორი მე ვარ, ხოლო ჩემს მერე ნიკოლოზი იქნება.”  “ასეთი ბერი არ ეყოლება საქართველოს, მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდე ავიდა…”

ეს უდიდესი ბერია საქართველოში, მის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, ეს შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში.”

“ნიკოლოზს “ტრუბაში” გააძვრენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება…”

“შენ უძლური ხარ ნიკოლოზ, მაგრამ შენს უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძალა!”…

ესენი ვისი სიტყვებია, თუ არა მამა გაბრიელის?! ვის დასჭირდა ამის შეთხზვა?! არსებობს ფოტოსურათებიც…

nik gab

{წმიდა ბერი გაბრიელი და ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი}

 -ასე სურათი მეც მაქვს გადაღებული ბი-ბი ქინგთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლუზმენი გიტარისტი  ვარ! მამა გაბრიელის სიცოცხლეში არ ყოფილა ეს სიტყვები გავრცელებული. ხომ გეუბნებით თვითონ მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, ნიკოლოზი გადაირიაო. ამას დავადასტურებ საჯაროდ. ვინც მამა გაბრიელზე და მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნები გამოსცა, თვითონ არის ცრუ! მაგ წიგნშია ცრუ სწავლებები. აქ ვერ გაასაღეს ეს წიგნები და ამერიკაში გაიტანეს. ეს არის წმინდა წყლის ბიზნეს პროექტი. ისეთ სამწუხარო ამბავს გეტყვით, რისი გახსენებაც ნამდვილად არ მინდა ინტერვიუში, მისი ცრუ სწავლებების გამო, წაღვერში, ბერი ნიკოლოზის  საცხოვრებელი ოთახის გვერდით ოთახში 22 წლის გვანცა ცინცაძემ, ნიკოლოზ მაქარაშვილის ბიძაშვილმა, ჩამოიხრჩო თავი. ამას მთელი წაღვერი დაადასტურებს! თუ წმიდანია, როგორ შეიძლებოდა თვითმკვლელობა მომხდარიყო წმინდანის საცხოვრებელო ოთახის გვერდზე ოთახში? ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები კი ამ საზარელ ფაქტს ასე ამართლებდნენ, – ნიკოლოზმა იცოდა ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ იგი თავად ჩავა ჯოჯოხეთში და გვანცას სულს ამოიყვანს იქედანო.

როდის მოხდა ეს ამბავი?

-დაახლოებით 8-9 წლის წინ. არადა ეს ახალგაზრდა ადამიანი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო ტიმოთესუბნის მონასტერში, წირვა-ლოცვას ესწრებოდა და ეზიარებოდა. შემდეგ მოექცა ბერი ნიკოლოზის გავლენის ქვეშ, რომელმაც აურია გზა-კვალი რელიგიურად და მოხდა ეს ფრიად სავალალო ამბავი.

-რატომ მდუმარებს? საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები მასთან დაკავშირებით და ხომ შეიძლება, რომ გვიპასუხოს?

-საერთოდ ასეთ ხალხს ახასიათებთ ეს… რომ ალაპარაკდეს-რაზე უნდა ისაუბროს? რა უნდა განუმარტოს ხალხს, როცა სალაპარაკო არაფერი აქვს?  თავისი მიმდევრები კი რეკლამას უკეთებენ მის მდუმარებას. ბუდას ქანდაკებაც დევს, თვლემს და დუმს, მაგრამ მაგით რა?!  ბოლო დროს სალოსები აღარ იქნებიანო, წმიდა მამები ამბობენ. სალოსობა არის სულიერების ერთ-ერთი უმაღლესი საფეხური და სულიერების უმაღლეს საფეხურზე რომ იყოს ბერი ნიკოლოზი, ის სამწუხარო ამბავი არ მოხდებოდა წაღვერში… არც მინდოდა ამ ამბის გახსენება და გახმოვანება, იმდენად გულსატკენი ამბავია ეს ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის… ნიკოლოზ მაქარაშვილი სწორედ ამას ცდილობს, რომ ქრისტეს მიმდევრები თავის მიმდევრებად აქციოს.

ვინ აღკვეცა  ნიკოლოზ მაქარავილი ბერად?

-არ ვიცი ბერად ვინ აღკვეცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ წმიდა ბერი გაბრიელის აღკვეცილი არ არის. მას მღვდელმსახურება მას მერე შეუჩერეს, რაც თავისი ცრუ სწავლება დაიწყო და ხალხი მოსწყვიტა ეკლესიას. შეიძლება აღსარება ჰქონდა მამა გაბრიელთან ნათქვამი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთადერთი სულიერი შვილი იყო მამა გაბრიელის ნიკოლოზ მაქარაშვილი.

მაშინ ვინ გაავრცელა ის ფრაზები, რომელსაც თითქოს მამა გაბრიელი ამბობს ბერ ნიკოლოზზე?

-ვინ და არიან პიროვნებები, რომლებმაც შექმნეს მაქარაშვილზე მითები და დაიწყეს ამით მამა გაბრიელის სახელით სპეკულაცია და საგამომცემლო ბიზნესი.

ინტერნეტ სივრცეში ასეთი ფრაზაა გავრცელებული, რომელსაც ბერ ნიკოლოზს მიაწერენ, რომ წმიდანს ყველაფრის თქმის უფლება აქვსო და ასევე წმინდანთან გატარებული ერთი საათი 40 წირვა-ლოცვაზე დასწრებას უდრისო… ამას ხალხი კითხულობს და იქნებ ამიტომაცაა, რომ მათ ურჩევნიათ მისდიონ ბერს, ვიდრე წირვა-ლოცვაზე იარონ?  ე რამდენჯერაც ვნახე,  თან ახლავს დაახლოებით 20-30 ადამიანი

12516143_791771517618273_1708732895_n

-როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, როგორ უდრის წმინდანთან გატარებული ერთი საათი 40 წირვა-ლოცვაზე დასწრებას, როცა წირვის დროს ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს  ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს?! როგორ შეიძლება საერთოდ ვინმესთან გატარებული ერთი საათი უდრიდეს ჩვენი მაცხოვრის სისხლისა და ხორცის მიღებას?!

-ბერ ნიკოლოზს სულ თან ახლავს ხალხი… ეს როგორ აიხსნება? მას თუ არ სურს, რომ დასდევდეს ხალხი, ხომ შეიძლება მიმართოს წერილობითი სახით? იმიტომ რომ ბერი გაბრიელი, როცა ხედავდა მის გამო შეყრილ ხალხს, თავს მოიგიჟიანებდა და ამით აფრთხობდა…

-ერთ-ერთი კეთილმსახური არქიმანდრიტი ცხოვრობდა რუსეთში, რომ მიდიოდნენ, ხალხს გაურბოდა.ეუბნებოდა ხუცესი კი არა, მოხუცებული ვარო, დამანებეთ თავიო. ეს არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი გახლდათ. ღმერთმა აცხონოს….  ყოფილმა ეპისკოპოსმა ილარიონ სამხარაძემ და ნიკოლოზ მაქარაშვილმა ერთმანეთი ცოცხალ წმიდანებად გამოაცხადეს. ამისი ვიდეო მასალა არსებობს!

aa

{ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე}

-ილარიონ სამხარაძე ვიცი, რომ ხშირად ატარებდა სტალინის სულისთვის მოსახსენიებელ პანაშვიდებს და მან თქვა, რომ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი წმინდანები არიანო. ეს ვიდეო თავად მაქვს ნანახი. ასევე ამ ვიდეოში ჩანს ნახატი, სადაც ეს სამი პიროვნება შარავანდედით არიან გამოსახული. ცოცხალ წმინდანად სიცოცხლეშივე ხდება აღიარება?

– არა. ადამიანის ცოცხალ წმიდანად გამოცხადების პრაქტიკა უცხოა დედა ეკლესიის სწავლებისთვის. წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაცია გარდაცვალებიდან  80-90 წლის შემდეგ მოხდა.

-განუკურნავს ვინმე? ახდენს სასწაულებს? რატომ თვლის ხალხი წმიდანად? მე არ გამიგია არაფერი და ხომ არ იცით რამე ამის შესახებ?

-არა, არც მე გამიგია არაფერი, რადგან არც ყოფილა მსგავსი რამ.

-საპატრიარქომ თქვენი ბროშურების გამოცემის შემდეგ, რომელიც მოხდა 5 წლის წინ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთა მსგავსი განცხადება?

-არ ვიცი, ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჰკითხეთ. დაუკავშირდით ქორეპისკოპოსებს ან პატრიარქის მდივანს. ბერ ნიკოლოზს მაქარაშვილს უკვე ბევრი მიმდევარი გაუჩნდა და ამით  შეეხო  საპატრიარქოს ჯიბეს. ამიტომ გააკეთეს ახლა ეს განცხადება და არა მაშინ, როცა ჩვენს მიერ გამოცემული ბროშურები საეკლესიო მაღაზიების სარდაფების თაროებზე იმტვერებოდა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საპატრიარქოს განცხადებას ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებით სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ეს განცხადება 10 წლით ადრე რომ გაკეთებულიყო ძალიან ბევრი სული გადაურჩებოდნენ დედა ეკლესიიდან ნიკოლოზ მაქარაშვილის მიერ მოტაცებას და ალბათ ის მძიმედმოსაგონარი დღეც თავიდან აცილებული იქნებოდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, სუიციდი მაქვს მხედველობაში. აქვე არ შემიძლია ნიკოლოზ მაქარაშვილს სინანული და სულის ცხონება არ ვუსურვო. მე მას სინანულსა და სულის ცხონებას ვუსურვებ. ღმერთმა უშველოს!”

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close