ამა წლის იანვარში გავრცელებული ჭორები, ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-ის სიკვდილის შესახებ, რომ უსაფუძვლო ჭორებია ადასტურებს The Deily Telegraph. ჭორები კი გავრცელდა მას შემდეგ ,რაც სამეფო ოჯახთან ერთად პუბლიკის წინაშე, დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა დედა-დედოფალი. კულმინაცია კი შობის დღესასწაულზე მისი არ გამოჩენა გახდა. ამ დღეებში, ჟურნალისტებმა შენიშნეს და სურათები გადაუღეს ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-ს, რომელიც ქალაქ უინძორში მდინარე პემზის სანაპიროზე პონზე ამხედრებული სეირნობდა, იტყობინება The Daili Telegraph. გამომცემლობაში აღნიშნეს,რომ მიუხედავად მისი სოლიდური ასაკისა(ერთი თვის შემდეგ მას უსრულდება 91 წელი) და არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადატანილი ავადმყოფობის მიუხედავად, ცხენით სეირნობისას ელიზავეტა მეორე გამოიყურებოდა სრულიად ჯანმრთელად .

ბრიტანეთის დედოფალი ცხენზე ამხედრებული უინძორის სასახლის ახლოს პემზის სანაპიროზე სამეფო კარის ცხენების მომვლელთან ერთად სეირნობდა, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ამხედრებულ დედოფალს. შეგახსენებთ, რომ დედოფალი დაბადებულია 1926 წლის 21 აპრილს ხოლო ტახტზე ავიდა 1952 წელს. სამეფო გვირგვინი კი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე არის თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური: (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი და აგერ უკვე 70 წელია, რაც სათავეშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ყველაზე დიდ ხანს მართავს სახელმწიფოს ყველა მის წინ მცხოვრები და მმართველი მონარქებიდან.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები
Загрузка...