რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ინგა გრიგოლიას მღვდელმსახურის წოდება მიენიჭა

ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაციას გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ავრცელებს. ,,თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია”, – წერს ხვიჩია.
   მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას, ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით, ქადაგების უფლებამოსილება მიენიჭა.
გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია, ბიბლიური თავისუფლება, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.

   შეგახსენებთ, რომ გირჩმა შექმნა ცენტრი ,,ბიბლიური თავისუფლება”, რომლის მიზანიც არის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდება. ამ ცენტრის პლატფორმა კი ასეთია: 

,,სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი და მთავარი მიზანი მოქალაქეების საკუთრების დაცვაა. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების საკუთრება ხელყოფისგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე საფრთხეებისგან.
✔ დღეს, ქვეყნის თავდაცვისთვის გამოყოფილი სახსრები მშპ-ს დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
“გირჩი” მხარს უჭერს თავდაცვის ბიუჯეტის ეტაპობრივ ზრდას, მშპ-ს 5% მდე. ეს, მათ შორის, ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაშიც გვეწერა.
ძლიერი თავდაცვა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა.
ჩვენი უსაფრთხოების სისტემის მთავარი გამოწვევა, მცირე ეკონომიკა და შეზღუდული რესურსებია და არა იმ ადამიანების ნაკლებობა, ვინც მზადაა საკუთარი სურვილით იარაღით ხელში დაიცვას ქვეყანა.
სავალდებულო საყარაულო სამსახური უნდა გაუქმდეს, რადგან ეს სისტემა არის ლეგალიზებული მონობა, არის უკიდურესად არაეფექტური და ეკონომიკურად გაუმართლებელი, არ ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების ზრდას, და ემსახურება ბიუროკრატიის კაპრიზებს”.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close