ალექსანდრე კობაიძე _ ხალხის პარტიის თავმჯდომარე:
    _ მოგეხსენებათ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგორიას წინააღმდეგ დაიწყო სადისციპლინო ღონისძიების გატარება 3 აპრილის გადაცემასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ აშკარათ იკვეთება თავისუფალი, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ შეგნებული დევნა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სახელისუფლებო მეთოდების გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ მე-2 არხს ხურავენ მომდევნო კვირიდან, მაესტროს ჟურნალისტებს ამცირებენ და
ერთი საინფორმაციო ბადე ექნებათ. იყო დრო, როცა მაესტრო იმყოფებოდა მოწოდების სიმაღლეზე, ახლა კი მხოლოდ ხელისუფლების ლაქუცზეა გადასული სარედაქციო პოლიტიკა.
    ისმის კითხვა, რატომ არ ინტერესდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მსგავსი პრობლემებით და რატომ არ თხოვს ნეიტრალიტეტის დაცვას სხვადასხვა აღნიშნული არხების სარედაქციო პოლიტიკაში?
იმედზე ხომ აღარ მაქვს საუბარი… ამიტომ მაქვს განცდა, რომ ინგა გრიგოლიას დევნიან!
კომენტარები