რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვს ელოდებოდა -საშინელი ავტოავარიის მსხვერპლნი

“სამწუხარო ამბავი გავიგეთ დღეს დილით. ვიზიარებთ ოჯახის სამძიმარს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები, ძალიან მეწყინა ეს ამბავი. სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას. იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა, ცოლიც გარდაიცვალა – 7 თვის ფეხმძიმე დალი”, – წერს ფეისბუქის გვერდზე ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

გუშინ, სრულიად საქართველომ შეიტყო საშინელი ამბავი. ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს ორი ავტოიმანქანა შეეჯახა, მესამემ, ტრაილერმა კი გადაუარა ორივეს. ოთხი გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი იყო – და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა, ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close