რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,იმედი” PS-ის კონკურეტ გადაცემას იწყებს

    იმედის“ ეთერში 22 აპრილიდან ახალი გადაცემა აიღებს სტარტს. როგორც გავარკვიეთ, გადაცემას ორი პროდიუსერი, მაია სტეფნაძე და ნოე სულაბერიძე ეყოლება. წამყვანებად კი, სავარაუდოდ, ანრი ჯოხაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი მოგვევლინებიან. სოციალურ ქსელში პროდიუსერებმა უკვე გაავრცელეს ვიდეორგოლი, რომელიც ამ გადაცემასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მაია სტეფნაძეს დავუკავშირდით, თუმცა პროდიუსერმა დეტალები არ გაამჟღავნა.
 „გადაცემა მართლაც იწყება, თქვენი ჩიტი არ ტყუის, თუმცა ამ ეტაპზე ვერც გადაცემის სახელს გაგიმხელთ, ვერც შინაარსს და ვერც სხვა დეტალებს. დაელოდეთ, ცეკვების კვირაში გამოჩნდება ახალი გადაცემაც ეთერში“, – გვითხრა მაიამ.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close