პოლიტიკა

“იმედი მაქვს, პრეზიდენტი პარლამენტის სპიკერის შეთავაზებას დათანხმდება”

აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ღია ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე გაიმართოს მსჯელობა პრეზიდენტთან ერთად, ძალაშია.

“საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას უპასუხა, რომ ჩვენ არ გვინდა საზოგადოებასთან პირისპირ ამაზე მსჯელობა. მოდი შევიკრიბოთ სასახლეში, სადაც მე დავუძახებ პოლიტიკურ პარტიებს, მობრძანდით თქვენც და იქ ვილაპარაკოთ ამაზე. სამსახურიდან რომ გვინდოდეს ჩვენ საზოგადოებასთან საუბარი, არ გაგვიჭირდებოდა ან ერთი ან მეორე სასახლე შეგვეთავაზებინა პრეზიდენტისთვის. მაგრამ აქ არის პრინციპულად განსხვავებული ფორმატი, აქ არის დემოკრატიული ფორმატი, საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის შენაცვლება სასახლეში შეკრებით, ეს არის უბრალოდ გაქცევა ამ ფორმატიდან, გაქცევა იმისგან, რომ საზოგადოებას აუხსნას პრეზიდენტმა თავისი არგუმენტები. ვფიქრობ, რომ ამ შეთავაზებაზე უარის თქმით პრეზიდენტს სურს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დააპირისპიროს არა საკუთარი არგუმენტები, არამედ ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანები, რომლებსაც რეალური არგუმენტები აღარ დარჩათ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ”,-განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, ჯერ კიდევ დათანხმდეს ამ ფორმატს.
“შეთავაზება ძალაშია. პრეზიდენტი თვითონ ამბობდა, რომ კონსტიტუცია ეკუთვნის ხალხს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებიდან ხალხს გადაეცემა. ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. როგორ წარმოგიდგენიათ პირდაპირი ეთერი, რომელშიც მონაწილეობს 50 ადამიანზე მეტი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს შესთავაზა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში იმსჯელონ. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს საკითხის განხილვა ადმინისტრაციაში შესთავაზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close