პოლიტიკა

“იმათ იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ, ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა”

„ხელისუფლება მოიცვა სიბმელემ, საქართველოს მმართველობას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ „ქაჯურ-დელოკრატიული“ მმართველობა“ –  ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საკონსტუტუციო მონარქიის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ მონარქიის აღდგენა, ანუ მეფის დაბრუნება არის კარგი იდეა და ამ საკითხს განიხილავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყავს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას წინ ვერ წაწევენ. ქვეყანაში სავალალო სურათია, ხელისუფლება არაპროგრესულია, ჩამორჩენილი და მათი იდეები სახიფათოა. მონარქიის აღდგენა თავად-აზნაურობის ისნტიტუტის აღდგენას ნიშნავს, მაშინ მიწებიც დავურიგოთ ამ თავად-აზნაურობას“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ თავადური გვარი აქვს.

„იმათ იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ. ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა. გლეხებმა კი რევოლუცია უნდა მოაწყონ და საქართველო შევა ისტორიაში, რომელმაც მეფე აღადგინა და იგივე მეფე ერთ თვეში დაამხო. ამი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close