საზოგადოება

ივანიშვილის გართობის კიდევ ერთი “მსხვერპლი”

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ გაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.

ხის ტრანსპორტირება დასრულებულია და იგი სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიაში გადაიტანენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის აღდგენის ხარჯებს შპს “ანაგი” დაფარავს.

დილიდან წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close