ოთხშაბათს, 22 მარტს ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ უფლის საფლავის ეკლესიაში, იერუსალიმის ძველ ქალაქში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა აღდგენილი კუვუკლიის მაცხოვრის მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველო.
 გასულ წელს, ნოემბერში რესტავრატორები საფლავის შიგნით შევიდნენ, რათა მისი სტრუქტურა გაემაგრებინათ და კედლებში ტიტანის საყრდენები ჩაემონტაჟებინათ. ცხრა თვის განმავლობაში იმუშავეს ბერძენმა რესტავრატორებმა კუვუკლიის – მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოს რეაბილიტაციაზე. სპეციალისტებს მოუხდათ ასევე ჭვარტლის იმ სქელი ფენების ჩამოხსნა ეკლესიის კედლებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სანთლისა და კანდელის წვის შედეგად დაილექა. მათ ასევე ძველ ადგილას დააბრუნეს და დააფიქსირეს წლების განმავლობაში დაცურებული მარმარილოს ბლოკები. ყოველივე ამის გარდა კი რესტავრატორებმა გაჭრეს (ჩააყენეს) ფანჯარა, რომელიც პირველად სამლოცველოს ისტორიაში მისცემს მრევლს იმის შესაძლებლობას, რომ შეხედონ მხსნელის საფლავს.
 კუვუკლიის მეორე ნახევარი, სადაც არის საფლავი, განათებულია კანდელებით, სივიწროვეა და შიგ ორ-სამ მომლოცველს თუ შეუძლია გაჩერება. მთელი მსოფლიოს ქრისტიანების მთავარი სიმბოლო საფლავი მარმარილოთია დაფარული სიწმინდის გაქრობის თავიდან ასაცილებლად.
 „უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც 1810 წელს, კუვუკლიის რემონტის დროს, მაცხოვრის ნამდვილი სარეცელი ნახა, მაქსიმე სიმეოსი ამტკიცებდა, რომ სარეცელი ძალიან იყო დაზიანებული უთვალავი უგუნური „ღმრთისმოყვარის” მიერ, რომლებიც ცდილობდნენ, რელიქვიის ნაწილის მოტეხას.”
 რესტავრაციის ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიონი ევრო შეადგინა. საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარეს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა და იერუსალიმის პატრიარქმა ფეოფილმა. კუვუკლიის სამლოცველოს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი ცახი ანეგბი და ისრაელის მთავრობისა სხვა მაღალჩინოსნები . ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლობის ლიდერები. ასე, რომ კუვუკლია უკვე ღიაა ღვთისმსახურებისა და მომლოცველებისათვის.
  ნანა ჯოხარიძე
 
კომენტარები
Загрузка...