პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება თითოეული ქვეყნის დამოუკიდებელი არჩევანია და პროცესს ვერც ერთი სხვა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. 

ნატო-ს გენმდივნის თქმით, რუსეთს არ აქვს არანაირი უფლება და ბერკეტი დაბლოკოს გაწევრიანების პროცესი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნატო-ს წევრების ერთსულოვნებასა და კანდიდატი ქვეყნების სამხედრო ბლოკის გარკვეულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. 

ნატო-ს გენერალურ მდივანთან ინტერვიუს გამოცემა Le Figaro აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ნატო-ს გაფართოების პერსპექტივაზე და ალიანსში 29-ე ქვეყნის, მონტენეგროს გაწვრიანებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close