სხვა

იდუმალი ამბავი ლაშა ღლონტის ოჯახში

„ზუსტად ის ადგილი აქვს დახატული, სადაც გარდაც­ვლილი იპოვეს და ზუსტად ის რეალობაა აღწერილი, რომელშიც გარდაიცვალა“

მომღერალ ლაშა ღლონტის მამა ალცჰაიმერით იყო ავად. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის სახლიდან გაუჩინარდა და ბათუმში, ერთ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მომღერალი ყვება, მამამისს ის ადგილი წინასწარ ჰქონდა დახატული.

.

-სულ ვცდილობ, საკუთარ ქცევებს მამის თვალით შევხედო, მოეწონებოდა? მამას საკუთარი სინდისის ხმასთან ვაიგივებ. მასთან ფარული დიალოგი სულ მაქვს და მიხარია, ასეთი მაგარი მამა რომ მყავდა. უკვე დიდი ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა – მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ვეძებდით…

-როგორც ვიცი, მამათქვენს წინასწარ­მეტყვ­ე­ლუ­რი ნახატი ჰქონდა, რომელიც მისი გარდაცვალების დღეს უკავშირდება.

– დიახ, 16 წლის ასაკში, ზუსტად ის ადგილი აქვს დახატული, სადაც გარდაც­ვლილი იპოვეს. ტილოზე ზუსტად ისეთი ამინდია, როგორიც თებერვლის იმ სუსხიან დღეს იყო, ცოტა თოვლი, იქვე მეთევზეები. ზუსტად ის რეალობაა აღწერილი, რომელშიც გარდაიცვალა. ყველაზე მთავარი, ნახატის შინაარსია, მოხუცი კაცი მიდის გაურკვეველი მიმართულებით. მამა რომ გარდაიცვალა, უკვე ასაკში იყო.

– რა საინტერესოა, ამ ნახატის შესახებ ოდესმე თქვენთან თუ ულაპარაკია?

– არასდროს, მე ეს ნახატიც კი არ მქონდა ნანახი. მამა დიზაინერი იყო და ძირითადაც ამ მიმართულებით მუშაობდა. როგორც მერე გავარკვიე, ამერიკაში, იაპო­ნიასა და ბევრ ქვეყანაში ყოფილა სტუდენტობის წლებში დახატული მისი ნამუშევრები, მაშინ გამოფენებზე წაუღიათ. ეს წინასწარმეტყველური ნახატი კერძო კოლექციაში ნიკა წულუკიძემ (დიდი მადლობა­ მას ამისთვის) აღმოაჩინა და მე შევიძინე. რა ფასიც არ უნდა ჰქონოდა, აუცილებლად შევიძენდი. ახლა სახლში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე მიკიდია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახატის შინაარსი უმძიმესია და ჩემში ცუდ მოგონებებს აცოცხლებს.

„კვირის პალიტრა“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close