რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ია მეტრეველი: მინდა, ვუთხრა სააკაშვილს, გეგმა ჩაუვარდა

„ეკლესია – ეს არის მართლმადიდებელი ადამიანისთვის ყველაზე მეტად ავტორიტეტული და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად განხორციელებული, რათა მომხდარიყო ეკლესიის დაკნინება და საზოგადოების რწმენის შერყევა. ეს არის ძალიან მზაკვრული, შორს მიმავალი გეგმები, რომლებიც ნამდვილად არის მართული და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამ ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობის” კვალს ვხედავ. პირდაპირ ვიტყვი, რომ სააკაშვილის გეგმის ნაწილია. სააკაშვილს ამ შემთხვევით უნდოდა, ორი კურდღელი დაეჭირა. ერთი ის, რომ პატრიარქის ადგილას მისთვის სასურველი მემკვიდრე დაეყენებინა და ასევე მომხდარიყო საზოგადოებაში ეკლესიის დაკნინება და რწმენის შერყევა. მინდა ვუთხრა მას, რომ გეგმა ჩაუვარდა. ნამდვილად ვერ მოახერხა ვერც რწმენის შერყევა, ვერც ეკლესიის დაკნინება.

კარგად გვახსოვს, „ნაციონალურ მოძრაობას” მთელი 9 წლის განმავლობაში როგორ მდგომარეობაში ჰყავდა საპატრიარქო, როგორ აღიზიანებდა სააკაშვილს პატრიარქის ავტორიტეტი. კარგად გვახსოვს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ვანდალურად დაარბიეს მამა ბასილის ეკლესია. მინდა, გავიხსენო „ბავშვთა სამყაროს” ხანძრის ამბავი და ვთვლი, რომ ესეც სააკაშვილის გეგმის ნაწილია. სწორედ ისინი დაგვემუქრნენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჯოჯოხეთს მოგვიწყობდნენ და ჩვენს ფეხქვეშ მიწა დაგვეწვებოდა. სწორედ ეს მაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქრო, რომ რაც ხდება, „ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, რადგან მათ აწყობთ ქვეყანაში არეულობა“ _ განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close