
დღეს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მუზეუმის მხარდაჭერით და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა – „იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე” გაიხსნა.

ღონისძიების გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან, კულტურის ატაშესთან, სუგინაკა რიოსეისთან, კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან ლილუაშვილთან, საელჩოს წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დავესწარი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი თოჯინები, რომელიც იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, და იაპონიის თოჯინების არქეტიპებად ითვლება.

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გამოფენა 17 ოქტომბრამდე გასტანს.
.
.
.
.
.
.
.