საინტერესო

თქვენ შეიძლება თვალის კიბო დაგემართოთ

თვალი მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება:
1) პერიფერიული ორგანოები.
2) გამტარი გზები.
3) მხედველობის ცენტრები.

 

თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის,
თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე იცოდით, მაინც შეგახსენეთ. ვინც არ იცით, აქვე გეტყვით, რომ თვალი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც გაფრთხილება ყველაზე მეტად ჭირდება, ტყუილად არ არის ეს გამონათქვამი “თვალის ჩინივით გაუფრთხილდი”. ჩვენს დროში კი თვალის დაავადებებმა ასაკზე ადრე მრავლად იჩინა თავი, რომლის ძირითად გამომწვევ ფაქტორებად თანამედროვე ტექნიკა და ცხოვრება სახელდება. როგორ მოვიქცეთ რათა თავიდან ავიცილოთ თვალის დაავადებები და სიბრმავე, სწორედ დღევანდელ სტატიაში გეტყვით ამ შოკისმომგვრელ ამბავთან ერთად.

 

image

 

თვალის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: გენეტიკური ფაქტორი; დაბინძურებული გარემო- ჰაერი და წყალი; ქიმიური წარმოშობის თვალის გამაღიზიანებელი ფაქტორების გავლენა და რა თქმა უნდა ულტრა გამოსხივება- ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი.

 

40 წლის მამაკაცს თვალის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მიზეზი არც მეტი და არც ნაკლები, მობილური ტელეფონის ხშირი მოხმარება იყო, რომლის გამოსხივებამაც გამოიწვია მსგავსი შედეგი. თანამედროვე ტექნოლოგიურმა სიახლეებმა ბევრი გაახარა, თუმცა ის, რომ თანამედროვე მობილურების ეკრანის გამოსხივება ძალზედ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში კი თქვენი თვალებისთვის, ეს ფაქტია. განსაკუთრებით საზიანოა გამოსხივება ღამით, ბნელ ოთახში.

 

ამიტომ ექიმები მოგვიწოდებენ, რომ ხშირად არ მოვიხმაროთ ტელეფონი და განსაკუთრებით ვეცადოთ ღამით ავირიდოთ თავიდან მისი გამოყენება, ვინაიდან თვალის კიბოს თვეების მანძილზე მკურნალობას ექნება თუ არა დადებითი შედეგი, მათი თქმით საეჭვოა. დღეს, თვალის კიბოს მკურნალობა ხორციელდება სხვადასხვა, კომპლექსური მეთოდებით- სხივური თერაპია, ოპერაცია, ქიმიოთერაპია. თანამედროვე მედიცინიდან გამომდინარე 75%-ი მკურნალობის შედეგად ინარჩუნებს მხედველობას, ხოლო დანარჩენი კი ვერა. პრევენცია ამ დაავადებისა არ არსებობს გარდა იმისა, რომ დროულად მოხდეს მკურნალობის ჩარევა, ამისათვის კი წელიწადში 1-2-ჯერ ეწვიეთ ოფთალმოლოგს კონტროლზე, ვინაიდან დგება ეტაპი, რომლის დროსაც პაციენტის დახმარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close