მსოფლიო
“თქვენს გვერდით ვარ. ღმერთი გფარავდეთ”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლონდონში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
“რაც კი აშშ-ის შეუძლია გააკეთოს, რათა დაეხმაროს დიდ ბრიტანეთს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი გფარავდეთ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიცია შემთხვევას როგორც “სერიოზულს” ახასიათებს. ხიდზე ასევე ჰქონდა ადგილი თავდასხმას ცივი იარაღის გამოყენებით.
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი კი დაშავებულია
კომენტარები