საზოგადოება

,,თქვენი გაკონტროლებული არ გაიშვას საზღვარს იქით, როცა საზღვარს შიგნით უამრავი უკანონობა ვერ აგილაგმიათ!”

სოფიკო ტყეშელაშვილი, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, პოეტი:

_ ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ვის ავადმყოფ და ქონიან ტვინში მომწიფდა, ემიგრაციაში ქართველი არალეგალ ქართველს არ დაეხმაროს და თუ დაეხმარა, ამისთვის კრიმინალად და სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადოს?

თქვე უბედურებო, გაგახარებთ და გეტყვით, რომ აქ, ისედაც არ იკლავენ ქართველები ერთმანეთის დახმარებით თავს, არ ვგავართ, სამწუხაროდ, “მოძმე” და მეზობელ ერს, ემიგრაციას და ერთმანეთს რომ აძლიერებენ, მაგრამ , თუკი სასწაული მოხდა და ვინმე ვინმეს დაეხმარა, ამისთვის მათ დასჯას აპირებთ? თან კანონის ძალით?

მეღიმება, თქვენი გაკონტროლებული არ გაიშვას საზღვარს იქით, როცა საზღვარს შიგნით უამრავი უკანონობა ვერ აგილაგმიათ!

ისე, თქვენზე დიდ კრიმინალებს, თუ ვინმეს მიმანიშნებთ , ხმასაც აღარ ამოვიღებ, თქვენ ერთი დიდი და დიადი მიზანი გაქვთ, სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე საკუთარი შთამომავლობის უზრუნველყოფა!

ჰოდა, თქვენ რომ თქვენს შვილებს ტორტის დიდ ნაჭერს მოუჭრით, ის არც ჩემს შვილს და არც სხვის შვილებს, ნამდვილად, არ დააპურებს.

მე კი მირჩევნია, შვილს რომ ლუკმას მივაწვდი, ერთი წვეთი ცრემლიც არ ერიოს იმ ლუკმაში სხვისი.

სიკეთის გაკეთებისთვის ადამიანი,რომ კრიმინალად გამოაცხადოთ, ეს ერთხელ და ისიც საქართველოში უნდა მოხდეს!

მართლა ამოხვედით ყელში.

იმედი მაქვს, თქვენს რიგებში მოიძებნება ისეთებიც, ვინც ამ სიშლეგეს , სიტუტუცეს და სისულელეს მხარს არ დაუჭერს!

P.S. ისე, ასეთი მკაცრი კანონები, ჩვენი ქვეყნის არალეგალებისთვის რომ მოიფიქროთ, არა?

ჟურნალისტის ამგვარი კომენტარი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება საქართველოდან შენგენის ზონაში გასვლაზე შეზღუდვებს აწესებს. დოკუმენტის მიხედვით, ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, მოქალაქე ევროკავშირის ზონაში არ შეუშვას. კანონით განისაზღვრება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მგზავრს საზღვრის კვეთის დროს თან უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში მესაზღვრე ხარვეზს იპოვის, მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემს. ოპოზიციაში შიშობენ, რომ კანონს მმართველ პარტია პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს.

ამ ინიციატივისა გარდა, პარლამენტის კანცელარიაში უკვე დარეგისტრირდა უმრავლესობის 8 დეპუტატის ხელმოწერით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაც. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ის მოქალაქეს უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანს ან უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისას დახმარებას გაუწევს. ”ევროპულ საქართველოში” ფიქრობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს კრიმინალად გამოაცხადებს.

კანონპროექტი საფრთხის შემცველია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის განცხადებით, ეს შესაძლოა ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტად იქცეს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პრეტენზიებს პასუხობენ მმართველ გუნდში. როგორც ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი ამბობს, კანონპროექტის შექმნის მოტივაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება.

პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანონპროექტს ბიუროს სხდომა უკვე დარეგისტრირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close