რედაქტორის გვერდი

თუ უკრაინა შეასრულებს მინსკის შეთანხმებას… _ რუსეთის ახალი ულტიმატუმი

რუსეთმა განაცხადა, რომ შეიძლება გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკის პასპორტების აღიარება, თუ უკრაინა შეასრულებს მინსკის შეთანხმებას. იმის შემდეგ, რაც უკრაინა მთლიანად შეასრულებს მინსკის შეთანხმებას, მოსკოვმა შესაძლებელია, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ცალკეულ რაიონებში გაცემული დოკუმენტების აღიარებაზე. ამაზე განცხადება გააკეთა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგულარულ სხდომაზე, ვენაში, რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

„შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება დოკუმენტების აღიარების შესახებ დონეცკისა და და ლუგანსკის რეგიონების ცალკეულ რაიონებში შეიძლება იქნეს შეცვლილი იმ შემთვევაში, თუ იქნება შესრულებული კიევი-მინსკის შეთანხმება. ეს შეთანხმება კი ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინა ვალდებულია, გააუქმოს საპასუხო დამსჯელი ოპერაციები, მძიმე ტექნიკა და შეიარაღებული ჯარი გამოიყვანოს კონფლიქტის ზონებიდან, კონსტიტუციური რეფორმები ჩაატაროსე და დონბასს მიანიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმურად სცნოს. ასევე, როცა შესრულება შეთანხმებაში არსებული 8 კომპლექსი,რომლებიც შეეხება სოციალურ-ეკომიკური კომპლექსის სრულ აღდენას”-განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ „კიევი ამკაცრებს რა ენობრივ კანონს, ამით ის არღვევს ნაციონალური უმცირესობის უფლებებს.” მან აგრეთვე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ნაციონალური კორპუსის წარმომადგენლებმა ჩახერგეს ბეტონის ბლოკებით რუსული კაპიტალის მქონე ბანკების განყოფილებები და მოითხოვა, იმსჯელონ ბოლო დროს უკრაინაში მიმდინარე სრულიად „კანონიერი” განუკითხაობის შესახებ”. „დონბასის კომპანიებიდან რამდენი გადასახადები და ფინანსები წავიდა ამ დამსჯელ ოპერაცებზე? რა თქმა უნდა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჰუმანიტარული დახმარება ახმეტოვას ფონდისა, რომელიც ეხმარება ამ რეგიონს. ჩემი კოლეგები ჩქარობენ, განსაჯონ რაღაც მოქმედებები დონეცსკისა და ლუგანსკისა, მაგრამ იმაზე ხუჭავენ თვალებს, თუ რა იწვევს მას”,- დაამატა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური თავდაცვის სამართველოს მიერ ტრანსპორტის დონბასთან მიმოსვლის შეჩერების თაობაზე მოკლებულია საღ აზრს და აშკარად ეწინაღმდეგება მინსკის ხელშეკრულებას. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს კრემლმა გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანება, სადაც მან მოქმედი სტატუსი მიანიჭა ლუგანსკისა და დონეცკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტი მთავრობის მიერ გაცემულ პასპორტებს და მთელ რიგ დოკუმენტებს.

7 მარტს რუსეთის ბანკებმა განაცხადეს, რომ გადახედავდნენ მომსახურების სფეროს ამ პასპორტების მქონე პირთათვის, რაზეც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაქოვმა მოუწოდა სანქციები დაეწესებინათ რუსული ბანკებისთვის. 9 მარტს Сбербанк -მა განაცხადა, რომ არ მოემსახურებოდა ლუგანსკისა და დონეცკის პასპორტების მქონე პირებს. მიუხედავად ამისა, კიევში ნაციონალისტებმა ჩახერგეს ბეტონის ბლოკებით მთავარი ოფისი СБЕРБАНК-ისა.

მოამზადა ნანა ჯოხარიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close