პოლიტიკა

“თუ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთში წასვლაზე შეიძლება, შევთავაზო წაყოლა”

ადა მარშანია რა ინიციატივითაც არ უნდა შემოვიდეს, ჩემთვის ეს ინიციატივა, პიროვნებიდან გამომდინარე, იქნება დასაფასებელი და ანგარიშგასაწევი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადა მარშანია რუსეთში წასვლაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, მან წაყოლა შესთავაზოს.

„ადა მარშანია რა ინიციატივითაც არ უნდა შემოვიდეს, ჩემთვის ეს ინიციატივა, პიროვნებიდან გამომდინარე, იქნება დასაფასებელი და ანგარიშგასაწევი. თუ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთში წასვლაზე, შეიძლება შევთავაზო წაყოლა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე. შეიძლება არ ვეთანხმებოდე აზრს, მაგრამ ქალბატონი ადა არის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნება. ადამიანურად, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი მაქსიმალურად დავივიწყოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საერთო პოზიცია გვქონდეს, რადგან ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ეს ისეთი საკითხია, რომელშიც ცალ-ცალკე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი ვერ შევიტანოთ ამაში. ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება და შესაბამისად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close