პოლიტიკა

“თუ თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნები, ჩვენი საარჩევნო თემა კანაფის ლეგალიზაცია იქნება”

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ არ არის ვგადაწყვეტილი პარტიაში, მიიღებს თუ არა “გირჩი” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, თუ კი ეს გადაწყდება, მაშინ მათი საარჩევნო კამპანიის თემა იქნება ის რისთვისაც იბრძვის “გირჩი”, მათ შორის კანაფის ლეგალიზაცია.

“მე თუ ვიქნები თბილისის მერობის კანდიდატი და ზოგადად ამ არჩევნებში ჩვენ თუ ვიბრძოლებთ, რომელ რეგიონშიც რომელ ქალაქსშიც ჩვენ ვიბრძოლებთ ცხადია რომ კანაფის ლეგალიზაცია იქნება ერთ ერთი ის თემა, რომელიც იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი. მე არ ვაპირებ და “გირჩი” არ აპირებს ისეთ საკითხვებზე კამათში შესვლას, როგორიც არის როგორ უნდა მოაწესრიგო პარკინგი და როგორ უნდა გაწმინდო ჰაერი. საერთოდ არ მგონია რომ ეს თბილისის მერის მოსაგვარებელი იყოს.

ჩვენი თემები იქნება ის თემები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მათ შორის ნარკოპოლიტიკაც. და მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი არის ის რომ კანაფი ამ ქვეყანაში იყოს ლეგალური. ვფიქრობ, თბილისში თუ კანაფი იქნება ლეგალური, თბილისისთვის ეს ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. “, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close