საინტერესო

“თუ გინდა ხელისუფლებასთან რამე მოაგვარო, მთავარია ფარცხალაძეზე გახვიდე”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. 
,,დღეს თუ გინდა რამე მოაგვარო ამ ხელისუფლებასთან, მთავარია ფარცხალაძეზე გახვიდე. ვერაზე, სალონის გვერდზე აქვს ოფისი, სადაც მისი დაცვა მანქანას არ გაგაჩერებინებს. თუ “უფროსი” მიდის გზებსაც კეტავენ. დადიან ცნობილი ბიზნესმენები, გავლენიანი სახელები, საქმეების მოსაგვარებლად. ხანდახან ვერ პოულობენ ფარცხალაძეს, იმიტომ რომ … იმიტომ. ორი დაბურული ჯიპით, დაცვით და მაგ გონორით ხელისუფლების არცერთი წევრი არ დადის. არათუ ყოფილი. ფარცხალაძე არის ამ ხელისუფლების სერიოზული თავის ტკივილი, იმიტომ რომ რაზეც მე ახლა ხმამაღლა ვსაუბრობ, მთელი თბილისი ჩურჩულებს.

ჯერ არ უთქვამთ თორდია ნაცია და იტყუებაო?  იტყვიან. მერე გაასუფთავებენ კამერებს და რესტორნის თანამშრომლები იტყვიან აქ, არაფერი მომხდარაო. თუ ყველაფერი ასე მოხდა, მკითხაობას ვიწყებ 5 ლარად. ნაცნობებთან უფასოდ.

P.s. იმედია ჩემს გარემოცვას ნარკოტიკს არ ჩაუდებთ ამ პოსტის გამო“ – წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close