მსოფლიო

თუ გადაწყვეტთ, წახვიდეთ იტალიაში, ეს უნდა ნახოთ! – ახალი რეგულაციები ტურისტებს

რომის მერიამ ისტორიულ შადრევნებში ბანაობა,მათ სიახლოვეს ჭამა და ნაგვის დაყრა აკრძალა. ამ აკრძალვის დამრღვევებს 240 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ახალი წესები რომის 40 ყველაზე ცნობილ ძეგლს ეხება, მათ შორისაა ტრევის ცნობილი შადრევანი. ეს რომის ხელისუფლების პირველი ინიციატივა არ არის, რომელიც შადრევნების სიახლოვეს ტურისტთა ნაკადის რეგულირებას ეხება. ახალი წესები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდე იმოქმედებს.

ამიერიდან, რომის ისტორიულ შადრევნებში აკრძალულია არა მარტო ბანაობა, არამედ ღობეზე გადაძრომა, შადრევნებში ცხოველების დაბანა და მონეტების გარდა, სხვა ნებისმიერი ნივთის გადაგდება.

PalitraNews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close